დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 21:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze_25851.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458518-irakli-kobakhidze-bidzina-ivanishvili-aris-dzalian-mnishvnelovani-faqtori-qarthul-politikashi-magram-is-distancirebulia-politikuri-procesebisgan.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის დ...", "datePublished": "2017-10-19 16:54:39", "dateModified": "2017-10-19 16:54:39", "description": "ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის დისტანცირებულია პოლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/kobaxidze_25851.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის დისტანცირებულია პოლიტიკური პროცესებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიზანი იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და მან ეს შეასრულა.

„როგორც კი გამოჩნდება ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში, მაშინვე საუბრობენ არაფორმალურ მმართველობაზე. თუ არ გამოჩნდა, პირიქით, საუბრობენ, რატომ არ გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. დასამალი არ არის, რომ ის არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ის არის დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან. შესაბამისად, ამ კონტექსტში თავისუფლად ჯდება ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პასუხისმგებლობა აიღო პირველ ოთხწლიან ციკლზე, თუმცა, დღეს პოლიტიკურ სისტემას აქვს იმის რესურსი, რომ გაგრძელდეს თავისთავადი განვითარების პროცესი და თავად ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური პროცესებისგან, მათ შორის, მერობის კანდიდატების შერჩევისგან დისტანციურება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია