დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამჯერად მაინც მიიღებს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტილებას და ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 16:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458469-irakli-kobakhidze-imedi-maqvs-prezidenti-amjerad-mainc-miighebs-pragmatul-da-stsor-gadatsyvetilebas-da-khels-moatsers-sakonstitucio-cvlilebebs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამჯერად მაინც მიიღებს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტილებას და...", "datePublished": "2017-10-19 12:29:43", "dateModified": "2017-10-19 12:29:43", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი "ამჯერად მაინც" მიიღე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი "ამჯერად მაინც" მიიღებს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტილებას და ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი და პრეზიდენტის გადაწყვეტილება ხელმოწერასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფორმასთან მიმართებაში რეალურად არაფერს ცვლის.

"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამჯერად მაინც მიიღებს პრაგმატულ და სწორ გადაწყვეტილებას და ხელს მოაწერს საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუ პრეზიდენტი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, მაშინ მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე",- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აქვს სუბიექტური მიდგომა.

"ის თავიდანვე დაუპირისპირდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, პარლამენტს, ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის იდეას. ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ის პრაგმატულად არ უდგება კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებს",- აღნიშნა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, 18:00 საათზე, პრეზიდენტი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია