დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც აინტერესებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/talakvadze_e1f15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458459-archil-thalakvadze-premieris-ganckhadeba-aris-lideris-ganckhadeba-romelsac-ainteresebs-rom-qveyanashi-thavisufali-archevnebi-chatardes.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც აინტერესებს, რომ ქვეყანაში ...", "datePublished": "2017-10-19 12:06:51", "dateModified": "2017-10-19 12:06:51", "description": "პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც აინტერესებს, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/talakvadze_e1f15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც აინტერესებს, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, - ასე აფასებს არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება მხოლოდ და მხოლოდ დადებითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების ჩატარებაზე მშვიდობიან და თანაბარ პირობებში.

"ეს არის გზავნილი ყველა ადამიანის მიმართ, მათ შორის საჯარო მოხელეების, საარჩევნო ადმინისტრაციის და უბრალო ამომრჩევლის მიმართ, რომ ამ არჩევნებს ნამდვილად აქვს დიდი მნიშვნელობა არსებული პრობლემების გადასაჭრელად. პრემიერის განცხადება არის ლიდერის განცხადება, რომელსაც აინტერესებს, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში", - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშსაც და განაცხადა, რომ ორგანიზაციას პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით ათეულობით განცხადებით "ქართულმა ოცნებამაც" მიმართა.

"ყურადღებით წავიკითხე ანგარიში. ანგარიშში საუბარია, რომ მოხდა სამსახურიდან გათავისუფლების სავარაუდოდ ერთი შემთხვევა, მოხდა კამპანიის მსვლელობაში ხელშეშლის სავარაუდოდ სამი შემთხვევა, საიდანაც ორი ჩვენს მიერ არის მიწოდებული და მოხდა პლაკატების ჩამოხევის 11 შემთხვევა. რამდენიმე ათეული შემთხვევის შესახებ მივმართეთ „სამართლიან არჩევნებს“ ჩვენი პლაკატების ჩამოხევასთან დაკავშირებით. რამდენად სისტემურია ეს დარღვევები, ამ რიცხვებიდან გამომდინარე თქვენ შეაფასეთ",- განაცხადა თალაკვაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია