დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველაფერი არის სუფთად, ოპოზიციას კი შოუს მოწყობა სურს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze2_dda41.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458450-irakli-kobakhidze-gazpromthan-gaformebul-khelshekrulebashi-yvelaferi-aris-sufthad-opozicias-ki-shous-motsyoba-surs.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველაფერი არის სუფთად, ოპოზიციას კი შოუს მო...", "datePublished": "2017-10-19 11:31:35", "dateModified": "2017-10-19 11:31:35", "description": "პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze2_dda41.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში ყველაფერი არის სუფთად, ოპოზიციას კი შოუს მოწყობა სურს. კობახიძის თქმით, კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა, თუმცა ოპოზიციამ უარი თქვა და აირჩია შოუ.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები კახა კალაძესთან ამ საკითხზე, როდესაც ის იყო ენერგეტიკის მინისტრი და მან გამოთქვა მზადყოფნა მოსულიყო პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში და მოეხსენებინა დეპუტატებისთვის ის საკითხები, რომელსაც მოიცავდა ხელშეკრულება. ამასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია უმცირესობასთან, თუმცა მათ დიდი ენთუზიაზმი არ გამოხატეს ერთი მარტივი მიზეზის გამო - დახურული ფორმატი არ აწყობდათ, რადგან ეს ყველაფერი უნდოდათ შოუსთვის. რაც შეეხება რეალურად „გაზპრომის“ ხელშეკრულებას, ამ საკითხზე მინისტრობისას კალაძე სთავაზობდა კონსულტაციებს ოპოზიციას, თუმცა მათ სურვილი ამასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ. მათი ინტერესი არის შოუს მოწყობა. ყველაფერი არის სუფთად „გაზპრომის“ ხელშეკრულებაში და ეს თავადაც კარგად იციან ოპოზიციის წარმომადგენლებმა. კახა კალაძემ შესთავაზა დიალოგი და არა შოუ, თუმცა მათ დიალოგზე უარი თქვეს",- განაცხადა კობახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია