დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - სახელმწიფო ყაზბეგში კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევას ძალადობის გზით ცდილობს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 12:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/abesadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458407-irakli-abesadze-sakhelmtsifo-yazbegshi-kerdzo-mesakuthreebisthvis-sakuthrebis-chamorthmevas-dzaladobis-gzith-cdilobs.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - სახელმწიფო ყაზბეგში კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევას ძალადობის გზით ც...", "datePublished": "2017-10-19 08:37:43", "dateModified": "2017-10-19 08:37:43", "description": "სახელმწიფო ყაზბეგში ძალადობით და კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/abesadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფო ყაზბეგში ძალადობით და კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს კერძო მესაკუთრეებისთვის საკუთრების ჩამორთმევას, - ამის შესახებ განცხადება ”ევროპული საქართველოს” წევრმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

პარტიის ყაზბეგის მერობის კანდიდატი ვიქტორ სუჯაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბესაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.

”ყაზბეგში მცხოვრებ ასობით ოჯახს აქვს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელსაც საჯარო რეესტრი რეგისტრაციაში არ ატარებს. მესაკუთრეებს არ აღიარებს მხოლოდ იმიტომ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიწერა წერილი საჯარო რეესტრის სააგენტოს და მიზანშეწონილად არ მიეჩნია მესაკუთრეებისთვის საკუთრების რეგისტრაცია იმ გზების მიმდებარედ, სადაც სახელმწიფოს აქვს დაგეგმილი გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასეთ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მესაკუთრეებისთვის კომპენსაციის გაცემას საკუთრების ჩამორთმევის შემთხვევაში. ეს ოჯახები არ არიან წინააღმდეგი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების განხორციელების, თუმცა მოქმედი კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბანმისად, მათ ეკუთვნით კომპენსაცია. სახელმწიფო აპირებს დააყაჩაღოს ეს ადამიანები და კომპენსაციის და საკუთრების გარეშე დატოვოს. ეს არის დანაშაული საჯარო რეესტრის, იუსტიციის სამინისტროს და დანაშაულებრივი დამოკიდებულება ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 701
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია