დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/kvirikashvili_a4f26.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458403-giorgi-kvirikashvili-thandathan-unda-ganmtkicdes-kavshiri-amomrchevlis-nebasa-da-khelisuflebis-pasukhismgeblobas-shoris.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგ...", "datePublished": "2017-10-19 07:55:16", "dateModified": "2017-10-19 07:55:16", "description": "თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის - ეს კავ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/kvirikashvili_a4f26.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის - ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - აღნიშნული განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

”სწორედ ეს კავშირია, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა სახელმწიფო უწყებებს მიმართა, არ მისცენ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი, სახელმწიფო რესურსი გამოყენების თაობაზე.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა სათანადოდ აფასებს ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა და დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია ჩვენი მოსახლეობის მიერ იქნება სათანადოდ დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო სამართალდამცველებს და პოლიციას, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი, რომ არავის მიეცეს საბაბი თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს“, - აღნიშნა პრემიერმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია