დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპარლამენტარი მიჰაელ გალერი - ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისთვის
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze_1831d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458393-evroparlamentari-mihael-galeri-chven-dzaliskhmevas-ar-vishurebth-saqarthvelos-mistsrafebebis-mkhardatceristhvis.html", "headline": "ევროპარლამენტარი მიჰაელ გალერი - ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისთ...", "datePublished": "2017-10-19 07:38:23", "dateModified": "2017-10-19 07:38:23", "description": "ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ ევროპარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze_1831d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, რომლიც მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა, ევროპარლამენტი ეყრდნობა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პრინციპს, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში, ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა მიჰაელ გალერიმ.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპალამენტარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ძლიერ ხმას ევროპარლამენტში.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტში არსებული ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარი საქართველოში მიიწვია.

მიხელ ჯანელიძე ბრიუსელს 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით სტუმრობს. იგი შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია