დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ვერ წარმოგვიდგენია ევროპის მომავალი საქართველოს გარეშე, უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze_13158.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458359-evroparlamentis-vice-prezidenti-ver-tsarmogvidgenia-evropis-momavali-saqarthvelos-gareshe-unda-daganakhoth-evrokavshirshi-integraciis-perspeqtiva.html", "headline": "ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი - ვერ წარმოგვიდგენია ევროპის მომავალი საქართველოს გარეშე, უნდა დაგან...", "datePublished": "2017-10-19 04:20:47", "dateModified": "2017-10-19 04:20:47", "description": "ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze_13158.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ევროპის პოლიტიკური მომავალი საქართველოს გარეშე, იმ მნიშვნელოვანი ადგილის გარეშე რომელიც საქართველოს ევროპის პოლიტიკურ ოჯახში უჭირავს. ცხადია, საქართველო ევროპული კულტურის, ისტორიისა და ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობის ინტენსიფიკაციაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ ჩარნეცკიმ (ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფი) საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რიჩარდ ჩარნეცკის განცხადებით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოახლოებული სამიტის წინ ევროპარლამენტში, ასევე საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრების დროს აქტიურად განიხილება სამიტის მოლოდინები და საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირის პოტენციურ გაფართოებაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„ვფიქრობ მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის იქნება შემდეგი ნაბიჯი ევროპული გზისკენ. ჩვენ უნდა გავხსნათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის კარი არა მხოლოდ ეკონომიკის სფეროში, არამედ პოლიტიკურ დონეზე. ევროკავშირმა უნდა აჩვენოს არა მარტო თანამშრომლობის, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივა. ჩვენ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებისადმი პატივისცემის ნიშნად, უნდა დაგანახოთ ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა,“ - აღნიშნა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი 18-19 ოქტომბერს ბრიუსელს ვიზიტით სტუმრობს, რა დროსაც მიხელ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან. 19 ოქტომბერს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია