დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ გრიგოლია - არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმის, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო ჩაურიცხა, ვინმემ ვინმეს ფული
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/grigoliaotar.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458329-othar-grigolia-ar-arsebobs-arc-erthi-faqti-imis-rom-kerdzo-biznesze-mimdinareobs-zetsola-da-amis-gamo-chaurickha-vinmem-vinmes-fuli.html", "headline": "ოთარ გრიგოლია - არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმის, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო...", "datePublished": "2017-10-18 18:49:35", "dateModified": "2017-10-18 18:49:35", "description": "არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმისა, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო ჩაურიცხა, ვინმ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/grigoliaotar.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმისა, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო ჩაურიცხა, ვინმემ ვინმეს ფული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

გრიგოლიას თქმით, არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ მმართველ პარტიას თანხას ვინმე, ზეწოლის მეშვეობით სწირავს, ვინაიდან ამის არც ერთი კონკრეტული შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, წინა წლებისგან განსხვავებით, საქართველოში დღეს პროცესები გამჭვირვალეა, რომელსაც ადგილობრივ გავლენიან ორგანიზაციებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციები აკვირდებიან. ამ კონტექსტში საუბრისას, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნავს, რომ ეს პროგრესი შესამჩნევია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

„2012 წლის შემდეგ ბიზნესზე და კერძო მეწარმეობაზე, ზეწოლა დასრულებულია. საქართველოში უამრავი კვლევაა, სადაც ჩანს, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით არის დაწინაურებული. დღეს ღიაა ყველა პროცესი, არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმის, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო ჩაურიცხა, ვინმემ ვინმეს ფული. არის რაღაც ჭორები, რომელზეც ჩვენ სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია