დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/vashadze_fb047.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458306-erthoba-akhalma-saqarthvelom-shemajamebeli-yriloba-gamartha.html", "headline": "„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა", "datePublished": "2017-10-18 15:10:26", "dateModified": "2017-10-18 15:10:26", "description": "„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა. ჭადრაკის სასახლეში ამომრჩევლს პარტიის ლი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/vashadze_fb047.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა. ჭადრაკის სასახლეში ამომრჩევლს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთობა - ახალი საქართველო“ ავრცელებს.
თბილისის მერობის კანდიდატმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნო საკუთარი საარჩევნო პრგრამა და იმ ინოვაციურ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც თბილისს ლიდერ ქალაქად აქცევს. გიორგი ვაშაძის თქმით, გუნდმა მიზანმიმართულად თავიდანვე უარი თქვა პოპულისტურ დაპირებებზე. ვაშაძე ამბობს, რომ მას ჰყავს პროფესიონალების გუნდი, სერიოზული ცოდნით და გამოცდილებით, რომელთაც სტკივათ საკუთარი ქალაქი.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სწორი სტრატეგია შეგვერჩია, ჩვენ გვქონდა ორი ალტერნატივა: ან უნდა აგვერჩია პოპულიზმი, ტყუილის გზა, რომელიც აქვთ სხვა პარტიებს ან უნდა აგვერჩია სიმართლის გზა, გველაპარაკა ის, რისიც გვჯერა. ჩვენ ავირჩიეთ სწორი გზა და სწორედ ამიტომ გვყავს დღეს ამდენი მხარდამჭერი. სწორი გზა, ეს არის წარმატების ქართული მოდელი. დედაქალაქის განვითარებისთვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პროგრამა თბილისი ლიდერ ქალაქთა შორის, საქართველო კი ლიდერ სახელმწიფოთა შორის. ეს არის პროგრამა, რომელიც დიახაც არის ამბიციური, დიახაც არის ინოვაციური, დიახაც არის აბსოლიტურად განსხვავებული, დაიხაც ითვალსიწინებს ყველა იმ თანამედროვე შესაძლებლობას, რომელიც დღეს არის მსოფლიოში და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ 4 წელიწადში სხვა თბილისში ვიცხოვრებთ - არა გაჭირვებულში, არამედ ბედნიერ თბილისში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია