დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ნორმალურია ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kaladzeee.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458261-kakha-kaladze-normaluria-is-rom-chven-shemomtsirvelebi-gvyavs.html", "headline": "კახა კალაძე - ნორმალურია ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს", "datePublished": "2017-10-18 11:43:25", "dateModified": "2017-10-18 11:43:25", "description": "ნორმალურია ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kaladzeee.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ნორმალურია ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ დაფინანსებას შეეხებოდა.

კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის მისაღებია. აქედან გამომდინარე, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სწორედ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნებას“ ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს მიღებული შემომწირველების სახით, კახა კალაძის განმარტებით, უცნაური არაფერია.

„ნორმალური არის ის, რომ ჩვენ შემომწირველები გვყავს. პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ატარებს, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მისაღებია. სწორედ ამიტომ ვართ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, ჩვენ ეს გვესმის, ვაანალიზებთ ყველაფერს და ვგეგმავთ მოგვარების გზებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 656
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია