დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასახელებას აზრი არ აქვს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/bokuchava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458245-thina-bokuchava-miichnevs-rom-opoziciis-mkhridan-sakhalkho-damcvelis-postze-sakuthari-kandidatis-dasakhelebas-azri-ar-aqvs.html", "headline": "თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასახელებ...", "datePublished": "2017-10-18 10:40:20", "dateModified": "2017-10-18 10:40:20", "description": ""ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან სახალხო დამცვე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/bokuchava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატის დასახელებას აზრი არ აქვს.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი ძალა ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას არ იზიარებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის ოპოზიციას ეკუთვნის.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე მმართველმა გუნდმა შესაძლოა, თამარ ქალდანის კანდიდატურა წარადგინოს, ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ის პრინციპული და დამოუკიდებელი არ იქნება.

"საკუთარი კანდიდატის ყოლას აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში და საერთოდ არ აძლევს ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ თავისი ინიციატივები გაიტანოს და შინაარსობრივად არც კი განიხილავს ხოლმე ჩვენს ინიციატივებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციისაა. რაც შეეხება თავად ხელისუფლების კანდიდატს, ვშიშობ ის ვერ შეძლებს მიუკერძოებლად დადგეს ადამიანის უფლებების სადარაჯოზე, რადგან წარსულშიც არაერთ საქმესთან მიმართებაში, მაგალითად მოსმენების კანონზე, ქალბატონმა ქალდანმა, ვფიქრობ, არ გამოიჩინა ისეთი მიუკერძოებლობა და პრინციპულობა, როგორიც მას მართებდა თუნდაც დღევანდელი მისი პოზიციიდან გამომდინარე. ის არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ნაცვლად იმისა, რომ დაეკავებინა ის პოზიცია, რაც ჰქონდა სამოქალაქო სექტორს, თავად ომბუდსმენს და ოპოზიციას, ვფიქობ, საკმაოდ რბილი კრიტიკით შემოიფარგლა ხელისუფლების მიმართ ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონთან მიმართებაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი სახალხო დამცელის პოსტზე სოფო ჯაფარიძისა და თამარ ქალდანის კანდიდატურებს განიხილავს. შეგახსენებთ, რომ მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 854
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია