დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარტიების 17 შემომწირველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/meqvabishvilikobaxidze-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458190-partiebis-17-shemomtsirveli-sakhelmtsifo-auditis-samsakhurshi-gamokithkhvazea-dabarebuli.html", "headline": "პარტიების 17 შემომწირველი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული", "datePublished": "2017-10-18 07:47:51", "dateModified": "2017-10-18 07:47:51", "description": "სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, - ამის შესახებ განცხა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/meqvabishvilikobaxidze-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს აწარმოებს, - ამის შესახებ განცხადება გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა გააკეთა.

მექვაბიშვილის თქმით, 17 შემომწირველი გამოკითხვაზეა დაბარებული.

”შემოსავლებით პირველ ადგილზე არის ”ქართული ოცნება”, მეორეზე ”ევროპული საქართველო” და მესამე ”პატრიოტთა ალიანსი”. ეს ინფორმაცია დეტალურად არსებობს და ღიაა. მიმდინარეობს შემომწირველების გამოკითხვა, ვადგენთ მათი შემოსავლების წყაროებს. ეს პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 17 პირი გვყავს დაბარებული და დღესაც ხდება გამოკითხვა”, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა.

შუალედური ანგარიშის თანახმად, 1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბერის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო, „ევროპულმა საქართველომ“ - 931,083.95 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 108,149.21 ლარი, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 63,142.00 ლარი, „ახალმა საქართველომ“ - 35,100.00 ლარი, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ - 31,486.00 ლარი, დომენტი სიჭინავამ - 50,150.00 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილმა - 31,431.00 ლარი, გულო ზუმბაძემ - 15,500.00 ლარი, სხვა საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში - 92,168.00 ლარი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია