დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში თანასწორობის მიღწევა, ტოლერანტობის და შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრება კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/nanuashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458187-ucha-nanuashvili-qveyanashi-thanastsorobis-mightseva-tolerantobis-da-shemtsynareblobis-kulturis-damkvidreba-kvlav-kharvezebith-mimdinareobs.html", "headline": "უჩა ნანუაშვილი - ქვეყანაში თანასწორობის მიღწევა, ტოლერანტობის და შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრებ...", "datePublished": "2017-10-18 07:37:16", "dateModified": "2017-10-18 07:37:16", "description": "ქვეყანაში თანასწორობის მიღწევა, ტოლერანტობის და შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრება კვლავ ხარვეზები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/nanuashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ქვეყანაში თანასწორობის მიღწევა, ტოლერანტობის და შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრება კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ანგარიშის „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწრობის მდგომარეობა“ პრეზენტაციამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველის განცხადებით, პრობლემების აღმოფხვრისას სახელმწიფოს ძალისხმევა მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს.

„შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში თანასწორობის მიღწევა, ტოლერანტობის და შემწყნარებლობის კულტურის დამკვიდრება კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს. ზოგადად სახელმწიფოს ძალისხმევა არის საკმაოდ მინიმალური, ხშირ შემთხვევაში ატარებს ფორმალურ ხასიათს. ანგარიშში ნახავთ, რომ ყველაზე მეტად დაუცველი ჯგუფები არიან: ქალები, შშმ პირები, ბავშვები, ლგბტ თემი, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ გაიზარდა მიმართვიანობა აპარატისადმი დისკრიმინაციის საქმეების შესწავლის მიმართულებით. 201 ასეთი საქმე განვიხილეთ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლის მაჩვენებლისგან. ასევე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო სივრცის დროულად მოწესრიგება. სწორედ ამიტომ ვიწყებთ კამპანიას, რომელიც მიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებისკენ, ადვოკატირებისკენ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო საინფორმაციო კამპანია „თანასწორობა ჩვენს გარშემო“. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, კამპანიის დაწყების მიზანი დისკრიმინაციასთან ბრძოლაა.

„კანონის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც მის ეფექტიან განხორციელებას აფერხებს. სახალხო დამცველის მთავარ რეკომედაციად კვლავ რჩება საქართველოს პარლამენტის მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც საკანონმდებლო წინადადების სახით ჯერ კიდევ 2015 წელს წარედგინა პარლამენტს, თუმცა დღემდე მიღებული არ არის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სპეციალური ანგარიში „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწრობის მდგომარეობა“ რიგით მესამეა ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედების შემდეგ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია