დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საია - საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/17 22:00:02
../photo/2015_02/0-1IVLIS-2015/saia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458138-saia-sakonstitucio-sasamarthlom-arakonstituciurad-scno-kodeqsis-is-normebi-rac-akhali-gamgeblismeris-archevisas-avtomaturad-uflebamosilebas-utsyvetda-yvela-samsakhuris-khelmdzghvanels.html", "headline": "საია - საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მე...", "datePublished": "2017-10-17 18:02:06", "dateModified": "2017-10-17 18:02:06", "description": "საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVLIS-2015/saia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რაც ახალი გამგებლის/მერის არჩევისას ავტომატურად უფლებამოსილებას უწყვეტდა გამგეობის/მერიის ყველა სამსახურის ხელმძღვანელს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს.

საიას ინფორმაციით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საიას მიერ მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძის სახელით წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელი.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნილი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტს (სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით).

„კანონი არ თვალისწინებდა იმის შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალურად ყოფილიყო შეფასებული სამსახურის უფროსების პროფესიული უნარები და ამ შეფასების შესაბამისად ყოფილიყო მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები. მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მერი/გამგებელი იქნა არჩეული, მთელს საქართველოში კონკურსით შერჩეული გამგეობის/მერიის სამსახურის ყველა უფროსი კარგავდა თანამდებობას. ეს გადაწყვეტილება არ ეხება თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს“, -ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საიას ინფორმაციით, სარჩელი შეტანილი იყო ხაშურის გამგეობის კულტურისა და განათლების სამსახურის უფროსის, ოლეგ ლაცაბიძის სახელით, რომელსაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 678
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია