დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით
ავტორი:
2017/ოქტომბერი/17 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze_d3648.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458062-irakli-kobakhidze-konkretuli-arasamthavrobo-organizaciebi-miechvivnen-faqtebis-gareshe-saubars-chven-gvinda-movutsodoth-rom-isaubron-faqtebith.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, ჩვენ გვ...", "datePublished": "2017-10-17 11:28:50", "dateModified": "2017-10-17 11:28:50", "description": "ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kobaxidze_d3648.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"სამწუხაროდ, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიეჩვივნენ ფაქტების გარეშე საუბარს, რაც ძალიან სამწუხარო, ძალიან არასწორი პრაქტიკაა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ, რომ ისაუბრონ ფაქტებით, ფაქტებზე დაყრდნობით. ჩვენ სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ იმ განცხადებაზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როცა იყო ერთმანეთთან აბსოლუტურად შერწყმული მმართველი პარტია და ადმინისტრაციული რესურსი. ეს დრო წარსულს ჩაბარდა. დღეს ამ პრაქტიკას არ მიმართავს "ქართული ოცნება". აქვს ყველანაირი რესური იმისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე ეს არჩევნები ძალიან დამაჯერებლად მოიგოს", - განაცხადა კობახიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველი ძალის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეა საუბარი.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია