დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ მორატორიუმი 31 დეკემბრის შემდეგ აღარ გაგრძელდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 15:01:02
უცხოელებზე მიწების გასხვისების შესახებ მორატორიუმი 31 დეკემბრის შემდეგ აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერმა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. მან სერგი კაპანაძის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მოდის თანხვედრაში ინვესტიციების მოზიდვასთან უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა.  ივანიშვილის განცხადებით, ის გუშინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა. "რაც მორატორიუმი გამოცხადდა მიწაზე, გამოსავალს ველოდებით. რატომ გამოცხადდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მორატორიუმი რომ არ გაგრძელდეს, გუშინ მივიღეთ ამაზე გადაწყვეტილება და ამას გამოქვეყნებულს თქვენ უახლოეს დროში ნახავთ. იჯარით მაინც სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ყველაზე გაცემა. რაც მეტი იქნება შეზღუდვა ეკონომიკაში და მორატორიუმები, მით ნაკლებად თავისუფალია ბაზარი. ეს ეკონომიკის განვითარებას და ინვესტიციების შემოსვლას ხელს უშლის. მაგრამ, სახელმწიფოა, მას სვადასხვა ტიპის დაცვა სჭირდება და ამ შემთხვევაში ეს გამართლებული იყო",-აღნიშნა პრემიერმა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ეს მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია