დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"როდესაც ამდენი თანამდებობის პირი დაკავებულია, პრეზიდენტთან იქნება შეკითხვები"
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 15:00:03
როდესაც ამდენი თანამდებობის პირი დაკავებულია, პრეზიდენტთან იქნება შეკითხვები, - ამის შესახებ პრემიერმა ივანიშვილმა ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემაზე საუბარი მისი მხრიდან არ იქნება სწორი. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისი, როგორც პოლიტიკოსის სურვილია, რომ საქართველოში რაც შეიძლება ცოტა ხალხი დაისაჯოს. "ქვეყანაში, სადაც, ორი შინაგან საქმეთა მინისტრია დაკავებული, ორი თავდაცვის მინისტრი ძიებაშია, გენპროკურორზე, ქალაქის მერზე სასამართლო მიდის, ასეთი არც ერთ ქვეყანაში არ არის, ჩვენთან უფრო მძიმედ არის სიტუაცია. როდესაც ამდენი თანამდებობის პირი არის დაკავებული, პრეზიდენტთან იქნება შეკითხვები", – განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1201
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია