დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი იტალიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/16 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashviligraso.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457905-giorgi-margvelashvili-italiis-senatis-thavmjdomares-shekhvda.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი იტალიის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა", "datePublished": "2017-10-16 15:08:28", "dateModified": "2017-10-16 15:08:28", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashviligraso.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიის სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კარლო სიხარულიძე ესწრებოდნენ, საქართველო - იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსა და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, იგი ძალიან აფასებს იტალიის პარლამენტართა მხარდაჭერას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და საჭიროა ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება.

საქართველოს პრეზიდენტმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და დაგმო საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა სტაბილური საქართველოს მნიშვნელობას ევროპის კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ფორმატებს და მიაჩნია, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციები ნაყოფიერად ითანამშრომლებენ.
შეხვედრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში და აღინიშნა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიურობა და პროექტების მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც რომსა და მილანში ქართული წიგნის კუთხე და სამკითხველო ადგილები გაიხსნა.

შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილს სენატის თავმჯდომარემ ჯუსტინიანის სასახლეში "კონსტიტუციის დარბაზი" დაათვალიერებინა, სადაც ხელი მოეწერა იტალიის კონსტიტუციას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 668
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია