დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - იოსებ ოსორაულის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/15 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/sagareo_2f998.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457671-saqarthvelos-sagareo-saqmetha-saministro-ioseb-osoraulis-mdgomareobasthan-dakavshirebith-informaciis-dazusteba-ver-kherkhdeba.html", "headline": "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - იოსებ ოსორაულის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის და...", "datePublished": "2017-10-15 13:26:19", "dateModified": "2017-10-15 13:26:19", "description": "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, იოსებ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/sagareo_2f998.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, იოსებ ოსორაულის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტება ვერ ხერხდება.

როგორც საგარეო უწყებაში ოსორაულის ოჯახის დღევანდელი აქციის საპასუხოდ განმარტავენ, იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია. განცხადებას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

”კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდებასრულად ინფორმაციის დაზუსტება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივრეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან. იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულიინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში იოსებ ოსორაულის მეამბოხეების ტყვეობაში ყოფნისშესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, აამოქმედა ყველა მექანიზმისაქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გამოსახსნელად და საქართველოში დასაბრუნებლად.
ამასთან, პირველივე დღეებიდან იოსებ ოსორაულის ოჯახის წევრები დაყველა დაინტერესებული პირი ინფორმირებული იყო ყველა ნაბიჯისშესახებ, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებების შესახებ ინფორმირებული იყო თავად ტყვეობაში მყოფი იოსებ ოსორაული, რომელიც ერთ-ერთ ვიდეოში მადლობას უხდის სამინისტროს ყველა იმ ნაბიჯისთვის, რაც იდგმებოდა მის გასათავისუფლებლად.
მას შემდეგაც, რაც, სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ, ასევე, მოპოვებული იქნა შესაბამისი ფოტომასალა (რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და ასევე, ნაჩვენები იქნა ოჯახის წარმომადგენლისთვის), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არცერთი წუთით არ შეუჩერებია ქმედებები, რათა ინფორმაცია გადამოწმებულიყო, და შესაბამისად გადადგმულიყო შემდგომი ნაბიჯები.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მძიმე ვითარების გამო, დღემდე ვერ ხერხდებასრულად ინფორმაციის დაზუსტება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ისევე როგორც ორმხრივრეჟიმში კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან. იოსებ ოსორაულის დაღუპვის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულიინფორმაციის მიუხედავად, ვიდრე არ მოხდება ფაქტის შესაბამისი დადასტურება, პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცებითი ფორმით საუბარი შეუძლებელია.

ჩვენ ვიზიარებთ ოჯახის წევრების შეშფოთებას გაურკვეველი სიტუაციისგამო, თუმცა ვარწმუნებთ, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველანაბიჯი იდგმება საბოლოო შედეგის მისაღწევად და ოჯახის წევრების ჩართვის არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს. როგორც აქამდე ხდებოდა, ოჯახი მომავალშიც სრულად იქნება ინფორმირებული სახელმწიფოს მიერ განხორცილებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს სხვა მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დაბრუნდნენ სამშობლოში, რადგან ისინი იქ მიმდინარეპროცესებიდან გამომდინარე, საფრთხის ქვეშ არიან”, - ნათქვამია განცხადებაში.









წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 732
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია