დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - 26 მაისის სისხლზე მოსული ხელისუფლება ამ ტრაგედიას კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ იყენებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/13 22:00:02
../photo/2015_02/0-1IVLIS-2015/burjanadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457515-nino-burjanadze-26-maisis-siskhlze-mosuli-khelisufleba-am-tragedias-kidev-erthkhel-tsinasaarchevnod-iyenebs.html", "headline": "ნინო ბურჯანაძე - 26 მაისის სისხლზე მოსული ხელისუფლება ამ ტრაგედიას კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ იყენე...", "datePublished": "2017-10-13 18:06:27", "dateModified": "2017-10-13 18:06:27", "description": "ხელისუფლებამ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და გაიმეორა ის, რასაც სამწუხაროდ ყველა არჩენების წინ აკეთ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1IVLIS-2015/burjanadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ხელისუფლებამ ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და გაიმეორა ის, რასაც სამწუხაროდ ყველა არჩენების წინ აკეთებს, 26 მაისთან დაკავშირებით ახალი ფაქტები და ახალი დაჭერები გაასაჯაროვა, - ასე გამოეხმაურა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პროკურატურის მიერ საგანგებო ბრიფინგზე 26 მაისთან და პატიმრების წამებასთან დაკავშირეთ გახმაურებულ ახალ ფაქტებს.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, 26 მაისიდან 5 წლის შემდეგ ამ განცხადების გაკეთება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე შეურაცხყოფაა იმ ადამინების, ვის წამებაზეც, ცემაზეც, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზეც იყო საუბარი განცხადებაში. ”რატომ ხდება, რომ 26 მაისი ხელისუფლებას ახსენდება ყოველთვის არჩევნების წინ? თუ ეს სურვილია, რომ საზოგადოების დაბრმავებულ ნაწილს კიდევ ერთხელ გავახსენოთ ”ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი სისაძაგლეები, ამის გაკეთება სხვა ხერხებითაც შეიძლება. იმ გზით, რომელსაც მოყვებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არენიდან გაქრობა, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ სურვილი არ იყო“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს კვლავ სურს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენოს წინასაარჩევნოდ, რომ ადამიანებმა არჩევანი გააკეთონ კრიმინალური „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე ფრთასა და ”ქართულ ოცნებას“ შორის.

”მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ისევე, როგორც, ალბათ ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს უკეთესი საქართველოსთვის იბრძოდა. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ 26 მაისის სისხლზე მოსული ხელისუფლება ამ ტრაგედიას კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ იყენებს, როდემდე შეიძლება ეს ცინიზმი? ან გამოიძიეთ მაისის მოვლენები ან გაჩუმდით მაინც. ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, აღვადგენთ სამართლიანობას, 26 მაისსაც გამოვიძიებთ და იმასაც, თუ რა გახდა 5 წლის განმავლობაში ამ და კიდევ ბევრი სხვა საქმის გამოუძიებლობა და სამართლიანობის აღდგენა. სირცხვილია, ”ქართული ოცნების” მესვეურებო, სირცხვილი“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია