დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
ავტორი:
2017/ოქტომბერი/13 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kobaxidze-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457479-irakli-kobakhidze-vtovebth-dzalian-dakhvetsil-konstitucias-romelic-uzrunvelyofs-qveynis-demokratiul-ganvitharebas.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ გან...", "datePublished": "2017-10-13 13:29:22", "dateModified": "2017-10-13 13:29:22", "description": "ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1NOEM-2016/kobaxidze-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. მუდმივად პრობლემა იყო კონსტიტუციის გაუმართაობა. ჩვენ დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ დახვეწილი დოკუმენტით, რომლითაც, როგორც ვენეციის, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ყალიბდება ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ეს არის ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება ჩვენი მხრიდან და ჩვენ ეს დანაპირები პირნათლად შევასრულეთ. ჩვენ ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

როგორც კი ხელი მოეწერება დოკუმენტს, მაშინვე მოხდება იმ საკითხების ინიცირება, რომელიც აისახა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებაზე, საზოგადოების დაყოფასთან დაკავშირებით.

„როდესაც ასეთ რამეს ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი, იმ თანამდებობის პირის წარმომადგენელი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი ქვეყნის, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე შემაშფოთებელი. ჩვენ დიდი ხანია ვისმენთ ასეთ განცხადებას. ეს არის არა მარტო ოპოზიციონერის განცხადება, არამედ ეს არის რადიკალი ოპოზიციონერის განცხადება. ასე არ უნდა საუბრობდეს პრეზიდენტი თუ მისი წარმომადგენელი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ხელის მოწერის საკითხს, კობახიძის თქმით, ეს ტექნიკური საკითხია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოაწერს ხელს.
მისივე თქმით, ხელმოწერა პრეზიდენტის პრეროგატივაა და თუ ის არ მოაწერს, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება პასუხისმგებლელი ხელის მოწერაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია