დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება ყველა პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან უკანონოდაა გათავისუფლებული
ავტორი:
2017/ოქტომბერი/13 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kukava_250f8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457425-kakha-kukavas-ganckhadebith-misi-gamarjvebis-shemthkhvevashi-gadaikhedeba-yvela-piris-saqme-romelic-administraciuli-datsesebulebebidan-ukanonodaa-gathavisuflebuli.html", "headline": "კახა კუკავას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება ყველა პირის საქმე, რომელიც ადმინი...", "datePublished": "2017-10-13 10:09:31", "dateModified": "2017-10-13 10:09:31", "description": "”თავისუფალი საქართველო” კახა კუკავას მიერ თბილისის მერიისთვის სასამართლო დავის მოგების შესახებ ინფორ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kukava_250f8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”თავისუფალი საქართველო” კახა კუკავას მიერ თბილისის მერიისთვის სასამართლო დავის მოგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პარტიის ინფორმაციით, „თბილსერვისიდან“ უკანონოდ გათავისუფლებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სასამართლო პროცესი, რომელიც 1 წლისა და 8 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, დასრულდა.

შრომით დავაში გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა იცავდა.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, „თბილსერვისიდან“ თანამშრომლები 2016 წლის იანვარში გაათავისუფლეს. მიზეზი ამ უკანასკნელთა მხრიდან შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქცია იყო. სასამართლომ „თბილსერვისიდან“ გათავისუფლებული 4 პირის: მიხეილ ქართველიშვილის, სოლომონ ფილაურის, მალხაზ ფილაურისა და გიორგი მუხიაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, მათი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, აღადგინა სამუშაოზე და მოპასუხეს მათ სასარგებლოდ მთელი დავის პერიოდში მიუღებელი ხელფასის (განაცდურის) ერთბაშად გადახდა დააკისრა: თითოეულისთვის 15 600 ლარის ოდენობით.

კახა კუკავას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში გადაიხედება ყველა პირის საქმე, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან უკანონოდაა გათავისუფლებული და მოხდება მათი სამუშაოზე აღდგენა. ხოლო უკანონოდ გათავისუფლებულთათვის მისაცემი კომპენსაციის გადახდა დავით ნარმანიას და უკანონო გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ სხვა მაღალჩინოსნებს პირადი ქონებიდან მოუწევთ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 659
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია