დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძის მოსაზრებით, ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდები აქტიურად გამოიყენება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/janelidze_90905.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457313-mikheil-janelidzis-mosazrebith-evroatlantikuri-erthobis-tsinaaghmdeg-hibriduli-brdzolis-methodebi-aqtiurad-gamoiyeneba.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძის მოსაზრებით, ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდები აქტიურად ...", "datePublished": "2017-10-12 18:27:52", "dateModified": "2017-10-12 18:27:52", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღეს სახეზეა არა მ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/janelidze_90905.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, დღეს სახეზეა არა მხოლოდ კონვენციური, არამედ ჰიბრიდული საფრთხეები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა ერთიან გადაწყვეტას და მიდგომებს საჭიროებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ევროპის უსაფრთხოების მომავალს მიეძღვნა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თანამედროვე სამყარო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა შორის არის მზარდი რაოდენობის სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, რადიკალური ექსტრემიზმი და ტერორისტული აქტების უპრეცედენტო სიხშირე, რასაც ემატება კიბერსაფრთხეები.

„დღეს სახეზეა არა მხოლოდ კონვენციური, არამედ არაკონვენციური გამოწვევები და ტაქტიკა, რაც გამოიხატება ჰიბრიდულ ქმედებებში აგრესორთა მხრიდან. ცხელი კონფლიქტების რაოდენობა დღითიდღე მატულობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ისევ ვხედავთ ბირთვულ საფრთხესაც, უპრეცედენტო მასშტაბებს იძენს რადიკალიზმი და ექსტრემიზმი, მაღალია ტერორისტული აქტების სიხშირეც, რომლებიც გამუდმებულ შიშში ამყოფებს მშვიდობიან მოქალაქეებს. ინტერნეტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად იზრდება კიბერ თავდასხმების საფრთხე, ცალკე უნდა აღინიშნოს მეოთხე სამრეწველო რევოლუცია (ე.წ. Industry 4.0), რომელიც გამოწვევას უქმნის მთავრობებს, რადგან ტექნოლოგიური განვითარების სიკეთეების საზოგადოების ფართო მასებამდე მიტანა ვერ ხდება”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე შეფასებით, ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ და საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად არაკონვენციურ მეთოდებს აქტიურად იყენებს რუსეთის ფედერაცია, რომელმაც დიდი ხანია მოახდინა საკუთარი სამხედრო სტრატეგიისა და ტაქტიკის მოდერნიზება.
„რუსეთი მედია-ინსტრუმენტებსა და ზოგადად მედიას იყენებს როგორც იარაღს. ინფორმაციის იარაღად გამოყენება რუსეთის სამხედრო სტრატეგიის მთავარი ასპექტია და რუსეთი მას იყენებს როგორც მშვიდობიანობის, ისე კრიზისისა და ომის პერიოდში”, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი მოსაზრებით, გამოწვევების ეს ფართო სპექტრი დეტალურ დისკუსიებს და ერთიან ძალისხმევას მოითხოვს, რაშიც დიდია ევროატლანტიკური საზოგადოების როლი.

„ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას, თუ არ ვიქნებით ერთად, განსაკუთრებით თუ ერთად არ იქნება ევრო-ატლანტიკური საზოგადოება, და თუ ჩვენ არ დავადგებით გზას, რომელიც არის ერთობლივი ვალდებულებების, ღირებულებებისა და პრინციპების გზა. ამ სიტუაციაში ევროპამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს და ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ევროპელი ლიდერების ინიციატივებს, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განმტკიცებას. ასევე მივესალმებით საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული დიალოგის დაწყებას“ - აღნიშნა ჯანელიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია