დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აკაკი ზოიძე - პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/zoidze_34600.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457287-akaki-zoidze-pensiebis-zrda-ekonomikuri-zrdis-shesabamisad-mokhdeba.html", "headline": "აკაკი ზოიძე - პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება", "datePublished": "2017-10-12 14:52:13", "dateModified": "2017-10-12 14:52:13", "description": "პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/zoidze_34600.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პენსიების ზრდა ეკონომიკური ზრდის შესაბამისად მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, შემუშავდება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სოციალური პენსიის ინდექსაცია ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პარალელურად მოხდება.


"ჩვენს მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიების ზრდა მოხდებოდა ეკონომოკური ზრდის პარალელურად. მე ვიცი და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ შემოიტანონ საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, პირველ რიგში გათვალისწინებული იქნება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც დღევანდელ პენსიონერს და არა მომავალ პენსიონერებს მოემატებათ პენსია ეკონომიკური ზრდის კვალობაზე. მათ ზუსტად ეცოდინებათ, რამდენით მოემატებათ პენსია იმის მიხედვით, თუ რამდენი იქნება ეკონომიკური ზრდა. ასევე, თუ ფასები გაიზარდა, რამდენით მოემატებათ პენსია. ეს მექანიზმი ერთხელ და სამუდამოდ შესამუშავებელია", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე ინფორმაციით, მთავრობა წლის ბოლომდე შემოიტანს პარლამენტში კანონპროექტს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია