დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვალ პარლამენტში არსებულ პრეზიდენტის ოთახში შესვლის პრობლემა არ ექნებათ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/parlamenti_45aab.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457276-parlamentis-informaciith-giorgi-margvelashvilis-administraciis-tsarmomadgenlebs-khval-parlamentshi-arsebul-prezidentis-othakhshi-shesvlis-problema-ar-eqnebath.html", "headline": "პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვალ პარლამენტში არსებ...", "datePublished": "2017-10-12 14:09:49", "dateModified": "2017-10-12 14:09:49", "description": "პარლამენტის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვალ, საკონსტიტუციო ცვლილებების ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/parlamenti_45aab.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვალ, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პარლამენტში არსებულ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლის პრობლემა არ ექნებათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტში განუცხადეს, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლებს პრეზიდენტის სამუშაო ოთახს პირადად საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გაუღებენ.

„ადმინისტრაციის თანამშრომლებს პრეზიდენტის სამუშაო ოთახის გაღებაზე უარი პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძემ უთხრა, თუმცა ეს ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებული არ ყოფილა. აპარატს იურიდიულად არ აქვს პრეზიდენტის ოთახის გაღების უფლება, როცა პრეზიდენტი იქ არ იმყოფება, რის გამოც ალექსანდრე ტაბატაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშროლებს ალტერნატიული ოთახები შესთავაზა, თუმცა პირადად პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ არ შეიქმნას ამ კუთხით პრობლემა. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხვალ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში შესვლა ჩვეულებრივად შეეძლებათ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტში.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს განაცხადა, რომ პარლამენტის აპარატი არ აპირებს ხვალ, ქუთაისის პარლამენტში, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეუშვას, რის შესახებაც მათ თავად პარლამენტის აპარატიდან აცნობეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია