დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirika_c9e14.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457268-giorgi-kvirikashvili-bathumshi-jeims-apaturais-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში ჯეიმს აპატურაის შეხვდა", "datePublished": "2017-10-12 13:35:28", "dateModified": "2017-10-12 13:35:28", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომად...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirika_c9e14.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე, ნატო-სთან თავსებადობას ემსახურება.

„ასევე, განიხილეს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ნაბიჯები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და იყენებს ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია, უმასპინძლოს საქართველოს მეგობრებს“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია