დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze_83be4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457243-mikheil-janelidze-jeims-apaturais-shekhvda.html", "headline": "მიხეილ ჯანელიძე ჯეიმს აპატურაის შეხვდა", "datePublished": "2017-10-12 12:28:02", "dateModified": "2017-10-12 12:28:02", "description": "ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/janelidze_83be4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები განიხილეს, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებსაც საქართველო ფლობს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატო-ს 2018 წლის სამიტს და მოსამზადებელ სამუშაოებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მისი თქმით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მაღალი დონის შეხვედრები ნატო-ს ფარგლებში, მათ შორის თავდაცვის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა და მათ შორის მზადება ნატო-ს 2018 წლის სამიტისთვის.

„საქართველო წარმატებით ახორციელებს ყველა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტის იმპლემენტაციას, რომელიც გვაახლოებს საბოლოო მიზანთან, რაც არის ნატო-ში წევრობა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია