დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოზარ სუბარი - თუ რომელიმე პარტიას არ მოსწონს კონსტიტუცია, შეუძლიათ მომავალ არჩევნებში მთავარ საკითხად აქციონ და დავინახავთ რამდენ ხმას მიიღებენ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/11 12:30:02
../photo/2015_02/0-0OQT-2015/subari2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456976-sozar-subari-thu-romelime-partias-ar-mostsons-konstitucia-sheudzliath-momaval-archevnebshi-mthavar-sakithkhad-aqcion-da-davinakhavth-ramden-khmas-miigheben.html", "headline": "სოზარ სუბარი - თუ რომელიმე პარტიას არ მოსწონს კონსტიტუცია, შეუძლიათ მომავალ არჩევნებში მთავარ საკითხ...", "datePublished": "2017-10-11 08:37:50", "dateModified": "2017-10-11 08:37:50", "description": "თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მოსწონს ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, შეუძლიათ მომავალ არჩე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0OQT-2015/subari2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მოსწონს ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, შეუძლიათ მომავალ არჩევნებში მთავარ საკითხად აქციონ და დავინახავთ რამდენ ხმას მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რომ ეს ცვლილებები კარგია და დადებითია.

„პაატა დავითაიასთან კონსენსუსს, მე კონსენსუსს ვერ ვუწოდებდი. ეს ადამიანი, არ მგონია ვინმეს აინტერესებდეს. თუ ვინმეს აინტერესებს, გამოჩნდება არჩევნებზე რამდენ ხმას მიიღებს. თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ მოსწონს ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, შეუძლიათ მომავალ არჩევნებში მთავარ საკითხად აქციონ და დავინახავთ რამდენ ხმას მიიღებენ, თუ ისინი დააყენებენ საკითხს, რომ კონსტიტუციის კიდევ ერთხელ შეცვლას ან ძველ კონსტიტუციასთან დაბრუნებას აპირებენ. ქართულ საზოგადოებაში არის კონსენსუსი, რომ ეს ცვლილებები კარგია და დადებითია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია