დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ევროპული საქართველო“ პარაოლიმპიური სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელობას კახა კალაძის სასარგებლოდ შშმ პირების ხმების მობილიზებაში ადანაშაულებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/10 23:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456880-evropuli-saqarthvelo-paraolimpiuri-sportis-komitetis-khelmdzghvanelobas-kakha-kaladzis-sasargeblod-shshm-pirebis-khmebis-mobilizebashi-adanashaulebs.html", "headline": "„ევროპული საქართველო“ პარაოლიმპიური სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელობას კახა კალაძის სასარგებლოდ შშმ პ...", "datePublished": "2017-10-10 18:42:38", "dateModified": "2017-10-10 18:42:38", "description": "„ევროპული საქართველო“ პარაოლიმპიური სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნების“ თბილისის მერ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/evropuli-saqartvelo.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ევროპული საქართველო“ პარაოლიმპიური სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელობას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის სასარგებლოდ შშმ პირების ხმების მობილიზებაში ადანაშაულებს.

როგორც საკრებულოში პარტიის დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი წასიძე აცხადებს, ამ პროცესში ჩართულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილიც. წასიძე სოციალურ ქსელში კალაძის, იონათამიშვილისა და კომიტეტის ხელმძღვანელების შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
„თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა კახა კალაძემ მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ანუ სახელმწფო ბიუჯეტის თანხებით საქველმოქმედო მატჩის ორგანიზება მოაწყო, სადაც მოტივად ხანძრისგან განადგურებული ტყის აღდგენა დასახელდა კანონდარღვევის მორიგი ფაქტის აფიშირებაც უსირცხვილოდ და დემონსტრაციულად განახორციელა.

ამჯერად, კახა კალაძემ საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მოქმედ ხელმძღვანელებთან ფოტოსესია მოაწყო. ფოტოზე ოცნების მერობის კანდიდატთან ერთად პარაოლიმპიური კომიტეტისა და ამავდროულად თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა მაისურაძე, მისი გუნდის წევრებთან და პარასპორტსმენებთან ერთად არის წარმოდგენილი. ვითარებას ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ საქართველოს პარაოლიმპიურ კომიტეტში, ლეგიტიმურად არჩეული ხელმძღვანელობა სწორედ მთავრობის უშუალო ხელშეწყობითა და ჩარევით ორჯერ ჩამოაშორეს საქმიანობას - ერთხელ სასამართლოს წესით უსამართლობის აღკვეთა უკვე მოხერხდა, თუმცა გასული წლის აპრილში, კრიმინალური გზით ჩატარებული გამგეობის სხდომის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები დღესაც სასამართლოში განიხილება.

კალაძესთან ერთად ფოტოზეა დავით ნარმანიას გუნდის ყოფილი წევრი, ამჟამად კი "ოცნების" დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, რატი იონათამიშვილი, რომელიც პარაოლიმპიურ კომიტეტში განხორციელებულ არაერთ უკანონო ქმედებასთან არის დაკავშირებული.
სწორედ კალაძე-იონათამიშვილის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი და მათ მიმართ ვალში მყოფი შალვა მაისურაძის გუნდი დღეს სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ შშმ ადამინების მობილიზების და აღნიშნული რესურსის მთლიანად კალაძის სასარგებლოდ გამოყენების გარანტორი ხდება, რასაც მათი ერთობლივი ფოტო სესიაც ადასტურებს“, - აცხადებს წასიძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია