დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - საპენსიო ფონდი იქმნება, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას
ავტორი:
2017/ოქტომბერი/10 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456746-gia-volski-sapensio-fondi-iqmneba-romelic-sabolood-moagvarebs-pensiebthan-dakavshirebul-problemas.html", "headline": "გია ვოლსკი - საპენსიო ფონდი იქმნება, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას", "datePublished": "2017-10-10 10:05:04", "dateModified": "2017-10-10 10:05:04", "description": "საპენსიო ფონდი იქმნება, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას, - ამის შესახე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/volski4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპენსიო ფონდი იქმნება, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბიუჯეტი სოციალურ პროექტებზე იყოს ორიენტირებული.

”უამრავი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანი სარგებლობს იმ შეღავათებით, რომელსაც სახელმწიფო პოლიტიკა აწესებს. ეს პოლიტიკა გასაძლიერებელია საბიუჯეტო ნაწილითაც. ხელფასებისა და პენსიების მატებასთან დაკავშირებით იყო პოლემიკა. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია პენსიების მომატება მთიან რეგიონებში, მნიშვნელოვანია ხელფასების მომატება და განსაკუთრებით მთიან რეგიონებში და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ვივლით. საპენსიო ფონდი იქმნება, რასაც ასე ელოდა მთელი საზოგადოება. ეს საპენსიო ფონდი რასაკვირველია, საერთოდ გადაწყვეტს და საბოლოოდ მოაგვარებს პენსიებთან დაკავშირებულ პრობლემას”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, საპენსიო ფონდისთვის 2018 წლიდან სერიოზული რესურსი იქნება მობილიზებული.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია