დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ბოძაშვილი - პრეზიდენტის ვეტო ვიწროპარტიული დღის წესრიგის ანარეკლია
ავტორი:
2017/ოქტომბერი/10 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bodzashvili-levan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456697-levan-bodzashvili-prezidentis-veto-vitsropartiuli-dghis-tsesrigis-anareklia.html", "headline": "ლევან ბოძაშვილი - პრეზიდენტის ვეტო ვიწროპარტიული დღის წესრიგის ანარეკლია", "datePublished": "2017-10-10 07:33:20", "dateModified": "2017-10-10 07:33:20", "description": "პრეზიდენტის ვეტო ვიწროპარტიული დღის წესრიგის ანარეკლია, - ასე აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/bodzashvili-levan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის ვეტო ვიწროპარტიული დღის წესრიგის ანარეკლია, - ასე აფასებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი.

ბოძაშვილი აღნიშნული პროცესის ანალიზს აკეთებს და მიიჩნევს, რომ "კონსენსუსობანაში" მთავარ პრობლემად დარჩა ვაჭრობა სხვადასხვა, ამჟამინდელ თუ სამომავლო ვიწრო პოლიტიკურ სარგებელზე.

„უფლებამოსილებისა და ლეგიტიმაციის ქონა - შეცვალო ან დაამატო რაიმე მოქმედ კონსტიტუციას, არ მოიცავს უფლებამოსილებას და ლეგიტიმაციას - მიიღო ახალი. ამ უფლებამოსილების მატარებელ სუბიექტს ლიმიტირებული აქვს ცვლილებების ფარგლებიც. მაგალითად, შეძლებდა თუ არა „ოცნება“, რომ 113 ხმის ქონის მიუხედავად, ქვეყანა ამ ცვლილებებით გადაეყვანა, მაგალითად, კონსტიტუციურ მონარქიაზე? ან ჩაეწერა, რომ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არამედ ევრაზიული ინტეგრაცია იყო მთავარი? რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა, რადგან პოლიტიკური ნების მიუხედავად, ამ ლიმიტებს აწესებს საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოების ნაგულისხმევი მოთხოვნები და ხელისუფლების ვალია იგულისხმოს ისინი.

ამიტომაც ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა პროცედურულად ბოლო წლის განმავლობაში არის ე.წ. კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი და არა ახლის დაწერისა თუ მიღების. ახლის მიღების წესს, პრინციპში, ჩვენი კანონმდებლობა არც განსაზღვრავს, არც კი "ვიცით" ეს როგორ უნდა გაკეთდეს სხვა სახით, თუ არა იმ ფორმით, როგორც ხდება და ხდება იმიტომ, რომ ახლის მიღების წესი არ გვაქვს. თუმცა ეს არაა მთავარი. მთავარია, რომ ახლის მიღებას, ან ისეთ ცვლილება/დამატებებს, რომლებიც არსებითად ცვლის სახელმწიფოს მოწყობას, გადასცემს სუვერენიტეტის ნაწილს სხვა სუბიექტს (მაგ. ევროკავშირს) მართლაც სჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი.

ამიტომაც, ის პროცესი, რაც ეხლა მიმდინარეობს, არ არის სწორედ ასეთი მასშტაბის ცვლილებები, არ ვიღებთ ახალ კონსტიტუციას და არ ვცვლით არსებითად მმართველობის ფორმას, არამედ არსებულში ვაუმჯობესებთ მას, ვასრულებთ ნახევრადსაპარლამენტოდან სრულ საპარლამენტოზე გადასვლის მექანიზმებს. შესაბამისად, ეს არ არის არსებითი ფართო საკონსენსუსო საკითხი, ვერც იქნება და არც უნდა იყოს. საკითხები, რომლებზეც დღეს დავა მიდის, არის არა ხელისუფლების დანაწილების უკეთ მოწყობაზე დავა, არამედ არსებითად ხელისუფლების განაწილებაზე დავა. ამიტომაც აქ კონსენსუსი ვერ და არ იქნება. სხვა საკითხია, უნდა თუ არა საზოგადოებას რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვიყოთ, უნდოდა თუ არა ეს 2010 წლის ცვლილებების დროს და უნდა თუ არა ახლა.

დავიჯერებდი ყველა ოპონირებადი პოლიტსუბიექტის გულწრფელობას კონსენსუსზე, რომ საკითხი სწორედ ასე და პრინციპულად ამ თემაზე დამდგარიყო და ედავათ. ედავათ ასევე იმაზე, რომ მაგალითად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდამავალი მუხლი რატომ შედის ძალაში ერთი წლის მერე და არა ახლავე, ედავათ იმაზე, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის (მომავალში ცვლილებების შეტანის) წესი ევროინტეგრაციული პროცესისთვის შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს და ჯობდა აქ სიმარტივე ყოფილიყო. ანუ ედავათ ყველა იმ პრინციპულ, სახელმწიფოებრივ თემაზე, რაც არსებითია და არა იმაზე, იქნება თუ არა პროპორციული წესი ამა თუ იმ წლიდან, რომელიც მნიშვნელოვანია, თუმცა არა უმთავრესი, ისევე როგორც პრეზიდენტის არჩევის წესი.

პრობლემა ჩვენი კონსტიტუციური და პოლიტიკური მენტალობის ამ შემთხვევაში სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური სპექტრი დავობს მეორად, არასახელმწიფოებრივ, ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე. პრეზიდენტის ვეტოც სწორედ ამის ანარეკლია. არადა, პრეზიდენტის ინსტიტუტი ზეპოლიტიკური, სუპრაპარტიული ინსტიტუტია, მათ შორის პრეზიდენტის პირადი პოლიტიკური დღის წესრიგიდანაც ნეიტრალური (პოლიტიკური და არა სახელმწიფოებრივი) უფრო მაღალი მოთხოვნების მატარებელი, ვიდრე რომელიმე პოლიტსუბიექტის დღის წესრიგი, იმის მიუხედავად, რაოდენ სწორ ფორმულებსაც არ უნდა გვთავაზობდნენ ისინი.

ამიტომაც, ამ "კონსენსუსობანაში", რომელიც, სამწუხაროდ, პარტიული დღის წესრიგის თემაა და არა სახელმწიფოებრივის (და მათ შორის რომ განსხვავებაა ჩვენს რეალობაში, ეს უკვე პრობლემაა ჩვენი სახელმწიფოსთვის და პოლიტსპექტრისთვისაც), მთავარი იყო და დარჩა ვაჭრობა სხვადასხვა, ამჟამინდელ თუ სამომავლო ვიწრო პოლიტიკურ სარგებელზე. ახლა, როდესაც ეს ცვლილებები საბოლოოდ ძალაში შევა, "ვაჭრობა" დიდი დოზით დასრულდება დიდი ხნით, რადგან თუ ვერავინ მოიპოვებს საკონსტიტუციო 3/4-ს, 2 სხვადასხვა პარლამენტი დიდი ალბათობით ამ კონსტიტუციას ვერც ახლა და ვერც მოგვიანებით ვეღარ შეცვლის. და ზუსტად იქნებ ეს, სწორედ ეს იყოს დადგენილი "თამაშის წესების" უცვლელობის სახით პოლიტიკური განვითარების გარანტიაც“, - განაცხადა ბოძაშვილმა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია