დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იანოშ ჰერმანი - არჩევნების ხარისხის შესახებ მოსაზრებებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გამოხატავს, ევროკავშირი ამ მოსაზრებას, როგორც თავისი მოსაზრების საფუძველს მიიღებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1OQT-2016/hermani.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456601-ianosh-hermani-archevnebis-khariskhis-shesakheb-mosazrebebs-eutho-s-sadamkvirveblo-misia-gamokhatavs-evrokavshiri-am-mosazrebas-rogorc-thavisi-mosazrebis-safudzvels-miighebs.html", "headline": "იანოშ ჰერმანი - არჩევნების ხარისხის შესახებ მოსაზრებებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გამოხატავს, ევრო...", "datePublished": "2017-10-09 14:05:25", "dateModified": "2017-10-09 14:05:25", "description": "არჩევნების ხარისხის შესახებ მოსაზრებებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გამოხატავს, ხოლო ევროკავშირი ამ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1OQT-2016/hermani.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } არჩევნების ხარისხის შესახებ მოსაზრებებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გამოხატავს, ხოლო ევროკავშირი ამ მოსაზრებას, როგორც თავისი მოსაზრების საფუძველს მიიღებს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, ევროკავშირი ინფორმაციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებს და ეს ინფორმაცია ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინების ან ძალადობის სავარაუდო შემთხვევებს.

„თამარ ჟვანიასთან შეხვედრაზე მე სრული ინფორმაცია მივიღე ადგილობრივი არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი შეხვედრის თემა. მე ახლა ვფლობ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ემზადება ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების გამჭვირვალეობისა და პერსონალის მომზადების თვალსაზრისით. ეს ადგილობრივი არჩევნებია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.

არჩევნების ხარისხის შესახებ მოსაზრებებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია გამოხატავს, ხოლო ევროკავშირი ამ მოსაზრებას, როგორც თავისი მოსაზრების საფუძველს მიიღებს. ჩვენ ასევე ვიღებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდება წინასაარჩევნო სიტუაცია. ინფორმაციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ვიღებთ. ეს ინფორმაცია ეხება ადმინისტრატიული რესურსის გამოყენების, დაშინების ან ძალადობის სავარაუდო შემთხვევებს.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით არჩევნებისთვის მომზადებას. ჩვენ გვესმის, რომ ამგვარ შემთხვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი. მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევებში გარკვევა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი ვიზიტი, რათა გამეგო, თუ როგორ ვითარდება პროცესი“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია