დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - მომდევნო წლებში ყველა მუნიციპალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 16:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kaladzekaxa-2_3c072.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456574-kakha-kaladze-momdevno-tslebshi-yvela-municipaluri-muzeumis-reabilitacia-gankhorcieldeba.html", "headline": "კახა კალაძე - მომდევნო წლებში ყველა მუნიციპალური მუზეუმის რეაბილიტაცია განხორციელდება", "datePublished": "2017-10-09 12:06:46", "dateModified": "2017-10-09 12:06:46", "description": "”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მუნიციპალური მუზე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kaladzekaxa-2_3c072.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაციას გეგმავს.

”თბილისში, დაახლოებით, 27 მუზეუმია, აქედან 9 - მუნიციპალური, მათ სჭირდებათ რეაბილიტაცია და ჩვენ ამას განვახორციელებთ, რადგან ყველა განვითრებული ქვეყნის დედაქალაქში მუზეუმები ქალაქის ბიუჯეტისთვის შემოსავლის წყაროა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ტურისტული მარშრუტების მოწყობის ფარგლებში, რომელსაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად გეგმავს, მუზეუმების როლი განსაკუთრებული იქნება.

კახა კალაძე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ყოველწლიურად ზრდას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქალაქს ტურიზმის მიმართულებით აქვს, მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს.

აღნიშნულ ინფორმაციას ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია