დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სალომე სამადაშვილი - ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან უმრავლესობის წევრებს ელემენტარული ზრდილობა არ აქვთ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/samadashvili_64f5e.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456553-salome-samadashvili-am-parlamentshi-mushaoba-ubralod-sheudzlebelia-radgan-umravlesobis-tsevrebs-elementaruli-zrdiloba-ar-aqvth.html", "headline": "სალომე სამადაშვილი - ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან უმრავლესობის წევრებს ელემენტ...", "datePublished": "2017-10-09 10:58:04", "dateModified": "2017-10-09 10:58:04", "description": "ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობის წევრებს ელემენტარუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/samadashvili_64f5e.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობის წევრებს ელემენტარული ზრდილობის გრძნობა არ აქვთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკისთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აქ არიან შეკრებილები იმისთვის, რომ ჩაფარცხონ ყველა შეკითხვა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ხელისუფლებასთან ჰქონდეს, რომ არ მოგვცენ ჩვენ შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრებს, გამოვიყენოთ ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულება, ასევე, დავიცვათ საზოგადოებრივი ინტერესები ამ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეკითხვები, თუ კონკრეტულად რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დარჩა და უმრავლესობის წარმომადგენლები ხელს აფარებენ მთავრობის წარმომადგენლებს იმის ნაცვლად, რომ იგივე შეკითხვებს თავად უსვამდნენ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს თურმე გაზრდილი ბიუჯეტის დახარჯვას აპირებენ ქვეყნის პირველი პირის გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე, მისთვის ახალი ჯავშნიანი მანქანის საყიდლად და ახალი დაცვის ოფიცრების დასაქირავებლად. სწორედ ამაშია საქმე, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და პასუხი არ აქვთ შეკითხვებაზე, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის კეთილდღეობის განმტკიცებისთვის როგორ აპირებენ სახელმწიფო ბიუჯეტის დახარჯვას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, - მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს, რაზეც სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ასე მან მიმართოს ”ვინმე სხვას, სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს”.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია