დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორ დოლიძე - საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/dolidze_477a5.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456502-viqtor-dolidze-saqarthvelos-thanamshromloba-nato-sthan-dghithidghe-matulobs-da-es-dzalian-mnishvnelovania.html", "headline": "ვიქტორ დოლიძე - საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", "datePublished": "2017-10-09 08:19:35", "dateModified": "2017-10-09 08:19:35", "description": "საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/dolidze_477a5.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის კავკასიაში, ჯეიმს აპატურაის დაგეგმილ ვიზიტზე ის საქართველო-ნატოს თავდაცვის შესაძლებობების გაზრდაზე და საქართველო - ნატოს კომისიის ფარგლებში მუშაობის თემატიკაზე ისაუბრებს.

”მე მექნება მასთან შეხვედრა, სადაც ვისაუბრებ ნატო-ს მომავალ სამიტზე, ისევე როგორც საქართველო-ნატო-ს კომისიის ფარგლებში მუშაობის თემატიკაზე. ახლაც ნატოელ ექსპერტებთან ერთად ჩვენი წარმომადგენლები იხილავენ ყოველწლიურ სამოქმედო ეროვნულ გეგმას. ჩვენი თანამშრომლობა ალიანსთან დღითიდღე მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი თანამშრომლობის. ჩვენ ნატოელებთან ერთად ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია