დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashviliministrebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456433-giorgi-margvelashvilma-suamis-qveynebis-sagareo-saqmetha-ministrebs-umaspindzla.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილმა სუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს უმასპინძლა", "datePublished": "2017-10-08 15:52:55", "dateModified": "2017-10-08 15:52:55", "description": "საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/margvelashviliministrebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სუამის საიუბილეო თარიღს და საქართველოს, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის როლს.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს თანამშრომლობა სუამის ფორმატში. მან აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, იმისათვის, რომ ეს ფორმატი, რომელიც უნიკალურია და ითვალისწინებს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობას, კიდევ უფრო განვითარდეს და კიდევ უფრო ძლიერად იყოს წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე. პრეზიდენტის განცხადებით, სუამის საშუალებით, უფრო კოორდინირებულად უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც დგას საქართველოს, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და უკრაინის წინაშე.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების თემატიკას, სექტორულ თანამშრომლობას და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 750
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია