დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძემ ვაზისუბნის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/chalidze_10c50.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456419-giorgi-vashadzem-vazisubnis-mosakhleobas-sakrebulos-mazhoritarobis-kandidati-tsarudgina.html", "headline": "გიორგი ვაშაძემ ვაზისუბნის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა ", "datePublished": "2017-10-08 13:12:19", "dateModified": "2017-10-08 13:12:19", "description": "თბილისის მერობის “ერთობა-ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ ვაზისუბნის მოსახლეობას...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/chalidze_10c50.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერობის “ერთობა-ახალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ ვაზისუბნის მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი თეონა ჭალიძე წარუდგინა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი საქართველოდან“ აცნობეს, ჭალიძემ უფასო სასადილოებში არსებულ კორუფციასა და პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მდიდარი ადამიანები ღარიბი ადამიანების ხარჯზე განაგრძობენ გამდიდრებას და თბილისი არ არის სოციალური სოლიდარობის ქალაქი.

“თბილისში სულ 63 უფასო სასადილოა, რომელშიც 40 ათასამდე ადამიანი იკვებება ყოველდღიურად. სწორედ ბენეფიციარების მომართვიანობის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ სასადილოების პრობლემების შესწავლა. აღმოჩნდა, რომ უხარისხო საკვებთან გვაქვს საქმე, ადამიანები, ვინც იქ დადიან ხშირად მხოლოდ პურის წამოსაღებად მიდიან, რადგან ამ საჭმელს ვერც ბავშვებს აჭმევენ და ვერც დიდებს. რეალურად არ ხდება აღრიცხვა ვინ პური წაიღო და ვინ მთლიანი ულუფა. აღმოჩნდა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები არც მეტი არც ნაკლები ყოველთვიურად 8-10 მლნ ლარს იდებენ ჯიბეში. ჯამში ამ პროგრამისთვის 17 მლნ ლარია გამოყოფილი და გამოდის რომ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე, იმ ფულით, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება, ვიღაცები ჯიპებს ყიდულობენ, ჯიბეებს ისქელებენ, სახლებს იშენებენ. ეს ადამიანები კი ისევ გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან და საჭმელიც კი არ აქვთ. მე მინდა, რომ თბილისი იყოს სოციალური სოლოდარობის ქალაქი და სანამ ეს უფასო სასადილოები იქნება, ამ ადამიანებმა თავი დამცირებულად არ იგრძნონ”, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია