დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალთაი ეფენდიევი - შევეცდებით დავსახოთ მომავლისთვის სტრატეგიული პრიორიტეტები და ხედვა სუამ-ის ფარგლებში
ავტორი:
2017/ოქტომბერი/08 11:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/efendievialtai.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456385-althai-efendievi-shevecdebith-davsakhoth-momavlisthvis-strategiuli-prioritetebi-da-khedva-suam-is-farglebshi.html", "headline": "ალთაი ეფენდიევი - შევეცდებით დავსახოთ მომავლისთვის სტრატეგიული პრიორიტეტები და ხედვა სუამ-ის ფარგლებ...", "datePublished": "2017-10-08 07:15:11", "dateModified": "2017-10-08 07:15:11", "description": "დღეს გვექნება პირველი არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც გასული ოცი წლის შედეგებს შევაჯამებთ, - განუცხა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/efendievialtai.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } დღეს გვექნება პირველი არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც გასული ოცი წლის შედეგებს შევაჯამებთ, - განუცხადა ჟურნალისტებს სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა.

„ჩვენ შევეცდებით მომავალს შევხედოთ: დავსახოთ მომავლისთვის სტრატეგიული პრიორიტეტები, განვითარების და ძირითადი მიმართულებების ხედვა სუამ-ის ფარგლებში. ეს იქნება დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე განვიხილავთ მიმდინარე საქმიანობის, პოლიტიკური ურთიერთქმედების საკითხებს, მათ შორის ჩვენს ტერიტორიებზე ტერიტორიული კონფლიქტების გადაჭრის შესახებ. რა თქმა უნდა, ასევე, განვიხილავთ საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებს. ჩვენი პარტნიორები მოწვეულნი იქნებიან. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ იაპონიასთან, აშშ-სთან, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები დიდ ინტერესს გამოხატავენ, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ვფიქრობ, დღეს ჩვენ კარგი შინაარსობრივი დღის წესრიგი გვექნება, რაც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას“, - აღნიშნა მან.

თბილისი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას მასპინძლობს. სხდომა სუამის დაფუძნებიდან 20 წლისთავს ეძღვნება.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში იმყოფებიან სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, რომელთაც მათი ქართველი კოლეგა მიხეილ ჯანელიძე მასპინძლობს.

დელეგაციას ხელმძღვანელობს სუამის გენერალური მდივანი ალთაი ეფენდიევი. დღევანდელი ღონისძიება ორმხრივი შეხვედრებით დაიწყო, რის შემდეგაც სპეციალური სხდომის ფარგლებში სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივ კომუნიკეს მოეწერება ხელი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია