დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე რელიგიური საბჭოს წევრი კონფესიების ხელმძღვანელებს შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 14:40:02
"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე საპატრიარქოსთან არსებული რელიგიური საბჭოს წევრი კონფესიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოში რელიგიური კუთხით არსებული ყველა პრობლემა განიხილეს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი საქართველოში არსებულ კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრასა და პრობლემების განხილვასა და მოგვარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანაში მშვიდ ვითარებასა და ყველა მოქალაქეს შორის ტოლერანტული განწყობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მისი უწმინდესობა უდიდეს ყურადღებას აქცევს საქართველოში არსებულ კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრას, მათთან იმ პრობლემების განხილვას და მოგვარებას რაც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იყოს მართლაც ტოლერანტული განწყობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შორის. "მე, დღეს, მოვისმინე იმ კონკრეტული პრობლემების შესახებ, რომელიც აწუხებთ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს და რომლის გადაწყვეტასაც ისინი ელიან ერთიანი, მთლიანი და განვითარებული საქართველოს ფარგლებში. მე ვთვლი, რომ ძლიერი საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელ ყველა ადამიანს შორის იყოს შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა, არ იყოს ადამიანების დაჩაგვრა სხვადასხვა რელიგიური ან ეთნიკური წარმომავლობის გამო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ საკითხს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ პატივი ვცეთ იმ ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ხალხისათვის და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს,“ - განაცხადა ბურჯანაძემ. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია