დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვიქტორ დოლიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/06 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/dolidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456256-viqtor-dolidze-veneciis-komisiis-daskvna-adasturebs-rom-konstituciashi-gankhorcielebuli-cvlilebebi-qveynis-demokratiul-ganvitharebas-uzrunvelyofs.html", "headline": "ვიქტორ დოლიძე - ვენეციის კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ქ...", "datePublished": "2017-10-06 18:26:07", "dateModified": "2017-10-06 18:26:07", "description": "ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვენე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/dolidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ვენეციის კომისიის დასკვნას და კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ქვეყნისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ვიქტორ დოლიძის განცხადებით, კომისიის დასკვნა ადასტურებს, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს. მინისტრი ეფექტური მუშაობისთვის საკანონდებლო ორგანოს და პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

„ვფიქრობ, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მივიღებთ კარგ კონსტიტუციას, რომელიც იქნება დაფუძნებული ძლიერ პარლამენტზე, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, ისევე, როგორც ძლიერ და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. ეს არის ძალიან სერიოზული და წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მით უმეტეს იმ კონსტიტუციასთან შედარებით, რომელიც აქამდე გვქონდა. ეფექტური მუშაობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, პირადად პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც საკანონმდებლო დონეზე იყო ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია