დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოზარ სუბარი - ოპოზიციას აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნებზე გავიდეს ახალი ლოზუნგით - დავაბრუნებთ სააკაშვილის კონსტიტუციას ან შევარდნაძის კონსტიტუციას ან ბრეჟნევის კონსტიტუციას
ავტორი:
2017/ოქტომბერი/06 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/subari.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456245-sozar-subari-opozicias-aqvs-shansi-2020-tslis-archevnebze-gavides-akhali-lozungith-davabrunebth-saakashvilis-konstitucias-an-shevardnadzis-konstitucias-an-brezhnevis-konstitucias.html", "headline": "სოზარ სუბარი - ოპოზიციას აქვს შანსი, 2020 წლის არჩევნებზე გავიდეს ახალი ლოზუნგით - დავაბრუნებთ სააკა...", "datePublished": "2017-10-06 16:54:37", "dateModified": "2017-10-06 16:54:37", "description": "ოპოზიციურ პარტებს აქვთ სრული შანსი, 2020 წლის არჩევნებზე გავიდნენ ახალი ლოზუნგით - დავაბრუნებთ სააკა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/subari.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ოპოზიციურ პარტებს აქვთ სრული შანსი, 2020 წლის არჩევნებზე გავიდნენ ახალი ლოზუნგით - დავაბრუნებთ სააკაშვილის კონსტიტუციას ან შევარდნაძის კონსტიტუციას ან 1977 წლის ბრეჟნევის კონსტიტუციას და მაშინ ნახავენ, აქვს თუ არა მათ ლოზუნგებს ხალხის მხარდაჭერა, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოს კონსტიტუციის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთლიანობაში, ვენეციის კომისის დასკვნა, არის ძალიან პოზიტიური. რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების პოზიციას, სუბარის თქმით, მათი მიზანი არა უკეთესი საქართველო, არამედ საარჩევნო ბარიერის გადალახვაა.

”მთლიანობაში, ვენეციის კომისის დასკვნა არის ძალიან პოზიტიური და ისინი მკაფიოდ წერენ, რომ თბილისში, საქართველოში, ქართველი ხალხი იცხოვრებს გაცილებით უკეთესი კონსტიტუციის პირობებში და გაცილებით უკეთეს ქვეყანაში. ისინი სინანულს გამოთქვამენ, რომ კონსენსუსი, ვერ შედგა. არიან პარტიები, რომელთაც ერთადერთი მიზანი აქვთ, არა ის, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ, არამედ ის, რომ მათი გამარჯვება და ბარიერის გადალახვა რამენაირად იყოს გარანტირებული”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მინისტრის თქმით, პარლამენტის თვმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დიდი შრომა გასწია.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, სოზარ სუბარი მათ გარკვეულ რეკომენდაციებსაც აძლევს. ”ძალიან დიდი შრომა გასწია პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, რისთვისაც მას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის. უაღრესად მცირე დროში ჩატრდა უზარმაზარი სამუშაო და შედეგი არის კონსტიტუციის დაგვირგვინება. თუმცა, საბოლოოდ მაინც მე მინდა, რომ უნუგეშოდ არ დავტოვო ოპოზიციური პარტიები და ის ადამიანებიც, რომლებმაც ვერ მიიღეს მათთვის სასურველი შედეგი. მათ აქვთ სრული შანსი, 2020 წლის არჩევნებზე, გავიდნენ ახალი ლოზუნგით - დავაბრუნებთ სააკაშვილის კონსტიტუციას ან შევარდნაძის კონსტიტუციას ან 1977 წლის ბრეჟნევის კონსტიტუციას და მაშინ ნახავენ, აქვს თუ არა მათ ლოზუნგებს ხალხის მხარდაჭერა”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია