დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი გაბაშვილი - კახა კალაძეს კონკურენტულ გარემოში სათქმელი არაფერი აქვს და ცდილობენ კასტრირებული ფორმატის მოფიქრებას
ავტორი:
2017/ოქტომბერი/06 18:00:02
../photo/2015_02/00-1MARTI-2014/gabashvili-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456236-giorgi-gabashvili-kakha-kaladzes-konkurentul-garemoshi-sathqmeli-araferi-aqvs-da-cdiloben-kastrirebuli-formatis-mofiqrebas.html", "headline": "გიორგი გაბაშვილი - კახა კალაძეს კონკურენტულ გარემოში სათქმელი არაფერი აქვს და ცდილობენ კასტრირებული ...", "datePublished": "2017-10-06 14:09:54", "dateModified": "2017-10-06 14:09:54", "description": "კახა კალაძეს არაფერი აქვს სათქმელი და ცდილობენ კასტრირებული, სტერილიზებული ფორმატის მოფიქრებას”, - ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1MARTI-2014/gabashvili-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კახა კალაძეს არაფერი აქვს სათქმელი და ცდილობენ კასტრირებული, სტერილიზებული ფორმატის მოფიქრებას”, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის შეთავაზების კომენტირებისას განუცხადა.
გაბაშვილის განცხადებით, მიუხედავად ამისა, პარტია მზად არის ნებისმიერ არხზე გამართულ დებატში მიიღოს მონაწილეობა.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ მიუხედავად დღეს გაკეთებული განცხადებებისა, მმართველმა პარტიამ საბოლო ჯამში მაინც არ მიიღოს დებატში მონაწილეობა, რასაც მათთვის არასასურველი ფორმატით ახსნიან.

“ეს განცხადება არის პრაქტიკულად ირიბად უარის თქმა იმ დებატებზე, რომელიც უკვე ჩანიშნულია. დებატები უკვე დანიშნულია, ყველა არხს აქვს თავისი ფორმატი და ჩვენ ყველა დეპატში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. აქ უბრალოდ ის მომენტია, რომ კალაძეს არაფერი აქვს სათქმელი კონკურენტულ გარემოში და ცდილობენ კასტრირებული, სტერილიზებული ფორმატის მოფიქრებას ან ფორმატზე შეუთანხმებლობის გამო უარის თქმას, იმ დებატებზე, რომელიც უკვე დანიშნულია. ორივე ნაბიჯი საკმაოდ ცუდია მმართველი პარტიისგან”, - განაცხადა გაბაშვილმა.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ყველა ძირითად მედიასაშუალებას სთავაზობს, თბილისის მერობის კანდიდატების ტელედებატებთან დაკავშირებით ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ, სადაც ყველა ტელევიზიის წარმომადგენელს და ყველა კანდიდატს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

როგორც თალაკვაძემ კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, მზად არის მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ საერთო დებატში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია