დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ამერიკის ხმა“ - სერბთა რესპუბლიკის დელეგაციამ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დაარღვია
ავტორი:
2017/ოქტომბერი/05 11:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/serbeti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455907-amerikis-khma-serbtha-respublikis-delegaciam-saqarthvelos-kanoni-okupirebuli-teritoriebis-shesakheb-daarghvia.html", "headline": "„ამერიკის ხმა“ - სერბთა რესპუბლიკის დელეგაციამ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“...", "datePublished": "2017-10-05 06:43:16", "dateModified": "2017-10-05 06:43:16", "description": "საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალმა ს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/serbeti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალმა სერბთა რესპუბლიკის ოფიციალურმა დელეგაციამ დაარღვია.

„ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებულ სოხუმში სერბთა რესპუბლიკის ვაჭრობისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე დუშანკა ტეგელტიას მეთაურობით, ქალაქების ბიელინასა და ზვორნიკის მერები, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები და ბიზნესმენები სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ბოსნიელ სერბთა დელეგაცია გუშინ აფხაზთა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო და სოხუმსა და ბანია ლუკას შორის „პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების“ სურვილი გამოთქვა.

„იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები, რომელსაც ახლა ეყრება საფუძველი მალე უფრო განვითარდება, ვიპოვით საერთო ენას და ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობისთვის ბევრი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. როცა დიდი სახელმწიფოები ამა თუ იმ მიზეზით იშლებოდა, იქმნებოდა ახალი სახელმწიფოები. თქვენი და ჩვენი ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ კარგი მომავალი გვაქვს“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

„სერბთა რესპუბლიკა იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის დაშლისა (1991) და ბოსნიის სისხლისმღვრელი ომის შედეგად (1992-1995) წარმოიშვა. 1995 წლის 14 დეკემბერს მიღებული დეიტონის ცნობილი ხელშეკრულებით, ეს თვითგამოცხადებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ბოსნია-ჰერცოგოვინას ფედერაციის ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან სერბთა რესპუბლიკას ნაციონალისტი, რუსოფილი და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის აქტიური მოკავშირე მიროსლავ დოდიკი მართავს. დოდიკი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბოსნია-ჰერცოგოვინას ნატო-ში ინტეგრაციას, არ სცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს და სერბთა რესპუბლიკაში რუსეთის სამხედრო ბაზის გახსნა სურს. 2015 წლის ბოლოს, მან ბანია ლუკაში აფხაზ სეპარატისტთა მაშინდელი „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ვიაჩესლავ ჩირიკბა მიიღო“, - ნათქვამია „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მიერ გავრცელებულ მასალაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 644
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია