დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა გოგოლაშვილი - კატალონია ესპანეთს რომც გამოეყოს, ევროპული ერების დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეიცვლება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/04 15:00:01
../photo/2015_02/0-00-IVNISI-2016i/gogolashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455789-kakha-gogolashvili-katalonia-espaneths-romc-gamoeyos-evropuli-erebis-damokidebuleba-saqarthvelos-teritoriuli-mthlianobis-mimarth-ar-sheicvleba.html", "headline": "კახა გოგოლაშვილი - კატალონია ესპანეთს რომც გამოეყოს, ევროპული ერების დამოკიდებულება საქართველოს ტერი...", "datePublished": "2017-10-04 11:09:34", "dateModified": "2017-10-04 11:09:34", "description": "კატალონია ესპანეთს რომც გამოეყოს, ევროპული ერებისა და თუნდაც ესპანეთის დამოკიდებულება საქართველოს ტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-IVNISI-2016i/gogolashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კატალონია ესპანეთს რომც გამოეყოს, ევროპული ერებისა და თუნდაც ესპანეთის დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არ შეიცვლება, - აცხადებს ”ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი და დასძენს, რომ კატალონიაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სეპარატისტები შეაგულიანოს და მათ დამატებითი არგუმენტები მისცეს, რომ დამოუკიდებლობის მსურველი რეგიონები ევროპაშიცაა.

სხვა მხრივ კი, მისი შეფასებით, თითქმის შეუძლებელია იქ განვითარებულმა მოვლენებმა გამოძახილი საქართველოშიც ჰპოვოს, რადგან ეს შემთხვევები ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავდება.

“ჩვენთან მიმდინარე პროცესი ისეთ ფაზაშია შესული, რომ კატალონიის გავლენა აქ თითქმის გამორიცხულია, რადგან ჩვენი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. იქ პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და გეგმაზომიერად მიმდინარეობს. კატალონიაში კი ეს საკითხი ჯერ ჩანასახია და თანაც, იქ მესამე ქვეყანა ჩარეული არაა, “ - აცხადებს გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, კატალონიის ამბიციები დამოუკიდებლობის შესახებ საუკუნეებია არსებობს. იგი ესპანეთის ერთ-ერთი უმდიდრესი მხარეა. ბარსელონა, მისი დედაქალაქი კი, მსოფლიოში განთქმული ტურისტული ცენტრია. გოგოლაშვილის აზრით, კატალონიას აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი გახდეს, მისი შესაძლებლობები ბევრად დიდია, ვიდრე მაგალითად, აფხაზეთის.

„სინამდვილეში რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსირება მიმდინარეობს. ასე რომ, ეს ორი პროცესი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულია. უბრალოდ მათ დამატებითი სალაპარაკო ექნებათ - ხომ ხედავთ, ევროპაშიცაა რეგიონები, რომელთაც დამოუკიდებლობა უნდათო.

სინამდვილეში არც კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს არც ერთი ევროპული სახელმწიფო. ეს არაკონსტიტუციურია, ამას ესპანეთის კონსტიტუციაც კრძალავს და საერთაშორისო სამართალიც. ესპანელი ხალხის გარეშე კატალონიის გამოყოფა საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. თუმცა, სეპარტისტები, ამას პროპაგანდისათვის, რა თქმა უნდა, გამოიყენებენ,” - დასძენს გოგოლაშვილი.

კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა რეგიონის ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა სრული რაოდენობის (5,34 მილიონი) 42,3%-ს შეადგენს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია