დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ხაბეიშვილი - მთელი ”ქართული ოცნება” ცდილობს, რომ რამე კომპრომატი მიპოვოს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/03 15:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/xabeishvili_d46b8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455587-levan-khabeishvili-mtheli-qarthuli-ocneba-cdilobs-rom-rame-kompromati-mipovos.html", "headline": "ლევან ხაბეიშვილი - მთელი ”ქართული ოცნება” ცდილობს, რომ რამე კომპრომატი მიპოვოს", "datePublished": "2017-10-03 11:07:45", "dateModified": "2017-10-03 11:07:45", "description": "მთელი ”ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ლევან ხაბეიშვილს რამე კომპრომატი უპოვოს, - ამის შესახებ ”ერთიანი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/xabeishvili_d46b8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთელი ”ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ლევან ხაბეიშვილს რამე კომპრომატი უპოვოს, - ამის შესახებ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების შეფასებისას გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, მან ნამდვილად თქვა 2011 წელს, რომ ”ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები არიან ნაგვები”, თუმცა ამ განცხადების დღეს გახსენება, არის სასაცილო.

”პრემიერ-მინისტრმა დღეს ანეკდოტები მოყვა. მთელი „ქართული ოცნება“ ცდილობს ლევან ხაბეიშვილს რაიმე კომპრომატი უპოვოს. ექვსი წლის წინ ფეისბუქზე რომ პასუხი გამოვაქვეყნე ახლა საუბრობენ - 2017 წელს. არ გცხვენიათ? რაც შეეხება სტატუსს, დიახ, ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელები არიან ნაგვები. ასე ვფიქრობრდი 2011 წელს და ახლაც”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გუშინ თბილისის მერიასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“არავის არ უნდა მოერიდოს, რომ თქვას, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. მე მგონი ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რადაგან ბიძინა ივანიშვილია არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია?! მე მგონი, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 000 ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - ეს არის თბილისი, გურია, სამგრელო, აჭარა. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის. მინდა ყველამ ნახოს ის ვიდეო, იმ ადამიანის გვარი არ მახსოვს, რომელიც 26 მაისის შემდეგ, როდესაც გვამები ეყარა, პარლამენტის შენობის წინ, ამბობდა ნაგვისგან გაწმინდესო. ნაგავს ეძახდა ამ ოპოზიციონერებს. მას გუშინ მერის მოადგილიდან დაწყებული, პოლიციელებით დამთავრებული ასულიერებდნენ, რომ პულსი გაქვს შვილო, მომატებული და გარეთ არ გახვიდე, არ ინერვიულოო. ეს არის ჩვენი მთავრობის სახე და ეს ცვლილება მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ არის, რომ ასე გააფთრებული იბრძვიან, მაგრამ მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს. ჩვენც პოლიტიკოსებმა უნდა ვეცადოთ, რომ ხალხს ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 673
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია