დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ალასანია კარგი მინისტრია, კარგად ასრულებს თავის მოვალეობას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 14:00:03
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას საქმიანობა შეაფასა. ბიძინა ივანიშვილთან მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაინტერესდა , რატომ არ დაასახელა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ალასანია.
"NDI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული მინისტრი, ირაკლი ალასანია რატომ არ დაასახელეთ პრეზიდენტობის კანდიდატად, მითუმეტეს, ყველამ ვიცოდით, რომ ალასანია აპირებდა ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი", -განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება მისი და მისი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.
"ალასანია არის კარგი მინისტრი და კარგად ასრულებს თავის მოვალეობას. მე და გუნდმა ჩავთვალეთ, რომ საუკეთესო ვარიანტია გიორგი მარგველაშვილი", -აღნიშნა ივანიშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1446
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია