დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ალავიძე – სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამჭვირვალობის ხარისხი
ავტორი:
2017/ოქტომბერი/03 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/alavidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455546-zurab-alavidze--sakhelmtsifo-shesyidvebis-eleqtronuli-sistemis-danergvam-mnishvnelovnad-gazarda-gamtcvirvalobis-khariskhi.html", "headline": "ზურაბ ალავიძე – სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამჭვირვ...", "datePublished": "2017-10-03 09:09:42", "dateModified": "2017-10-03 09:09:42", "description": "სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/alavidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს უშუალოდ იყოს შესყიდვის პროცესის მონაწილე, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ ელექტრონული შესყიდვების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამჭვირვალობის ხარისხი.

მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესყიდვების პროცესის გამჭირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

„შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამოყენება ამარტივებს სატენდრო დოკუმენტაციის მიღებისა და წინადადების წარდგენის პროცედურას, უზრუნველყოფს კონკურენციის გაზრდას, ხოლო გამჭირვალეობა იძლევა მონიტორინგის ეფექტურ საშუალებას. ამ სისტემის მეშვეობით გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა და კონტრაქტების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, მათ შორის ეს ეხება ჩვენი სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროექტებსაც“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ელექტრონული შესყიდვების საერთაშორისო ფორუმი აზიის განვითარებისა ბანკისა (ADB) და სახელმწიფსო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, სადაც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ. შეხვედრისას იმსჯელეს ელექტრონულ, საჯარო და სამთავრობო შესყიდვების პრაქტიკაზე და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 711
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია