დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ხმალაძე - გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები მაშინ, როცა პარკინგი თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/03 08:30:01
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/xmaladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455466-irakli-khmaladze-gaugebaria-opoziciis-mkhridan-gamothqmuli-pretenziebi-mashin-roca-parkingi-thbilisis-erth-erthi-umthavresi-problemaa.html", "headline": "ირაკლი ხმალაძე - გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები მაშინ, როცა პარკინგი თბილისის ე...", "datePublished": "2017-10-03 04:33:10", "dateModified": "2017-10-03 04:33:10", "description": "თაბორის მთაზე ხორციელდება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც პასუხობს ამ ქალაქის ყვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/xmaladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თაბორის მთაზე ხორციელდება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც პასუხობს ამ ქალაქის ყველა უმთავრეს გამოწვევას, - ასე ეხმაურება ”ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ხმალაძე თაბორის მთაზე, მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ, მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის საკითხს.

როგორც მან განმარტა, თბილისში, თაბორის მთაზე იქმნება ყველაზე დიდი პარკი, რეკრეაციული სივრცე, პუშკინის სკვერის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე კი მიწისქვეშა პარკინგი. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიები მაშინ, როცა პარკინგი თბილისის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.

მისივე თქმით, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა ის მოდელია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება.

”მიწისქვეშა ავტოსადგომით, რომელიც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს, თითოეული მოქალაქე ისარგებლებს. კომპანიას მიწის ნაკვეთი გადაეცემა იმის სანაცვლოდ, რომ მან გარკვეული საინვესტიციო ვალდებულება უნდა განახორციელოს. პუშკინის სკვერის შემთხვევაში, საუბარია ერთი მილიონი ლარის ინვესტიციაზე, რომლის ფარგლებშიც, საკუთარი თანხით, მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა უნდა განახორციელონ. აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა საზოგადოებისთვის უნდა მოეწყოს, რომლითაც თითოეული მოქალაქე ისარგებლებს. ეს არის მოდელი, რომელიც მრავალი წელია ხორციელდება - ერთ ლარად, სიმბოლურ ფასად, თუმცა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთების პრივატიზაცია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
რაც შეეხება თაბორს, იურისტის განმარტებით, თაბორის მთაზე წყალსაცავი სათავე ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს, რათა მიმდებარე ტერიტორიის სარწყავი სისტემა მოეწყოს.
„სწორედ ამის გამო მოხდა საკრებულოში განსახილველად ზონირების ცვლილების გატანა. სამწუხაროა, რომ რეალურ პრობლემებზე კონცენტრირების ნაცვლად, ოპოზიცია პოლიტიკური სანახაობებით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია