დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - 1-ელი ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველოში ადამიანებმა გაიმარჯვეს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/01 18:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvilikaladze_c8024.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455243-giorgi-kvirikashvili-1-eli-oqtomberi-aris-dghe-rodesac-saqarthveloshi-adamianebma-gaimarjves.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი - 1-ელი ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველოში ადამიანებმა გაიმარჯვეს ", "datePublished": "2017-10-01 14:05:37", "dateModified": "2017-10-01 14:05:37", "description": "გილოცავთ დღევანდელ დღეს - ადამიანობის გამარჯვების დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/kvirikashvilikaladze_c8024.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გილოცავთ დღევანდელ დღეს - ადამიანობის გამარჯვების დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის ისტორიის მუზეუმში განაცხადა, სადაც “ქართული ოცნების” საარჩევნო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

პრემიერის თქმით, 1-ელი ოქტომბერი არის გამარჯვების დღე, როდესაც საქართველოში ადამიანებმა გაიმარჯვეს. ”სწორედ დღეს ვართ ჩვენ კიდევ ერთად და ერთად ვამბობთ, რომ ადამიანის ღირსებაზე, მის ბედნიერებზე გადის სახელმწიფოს გამარჯვება, სახელმწიფოს პერსპექტივა და ქვეყნის მომავალი. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი. ვიდეორგოლი, რომელსაც ჩვენ ვნახავთ, არ არის ერთი პარტიის საარჩევნო კლიპი. ამაზე გაცილებით უფრო მეტია და სწორედ ადამიანზე საუბრობს - საუბრობს ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც შედგება ძალიან ლამაზი ადამიანებისგან. სწორედ ასეთი ადამიანები არიან ისინი, ვინც ქმნიან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო უკეთეს ხვალინდელ დღეს. როდესაც ამ ვიდეო რგოლს ნახავთ, შეუძლებელია არ აივსო ჩვენი ქვეყნის სიყვარულით, შეუძლებელია არ იგრძნო მისი მაჯისცემა, გულისცემა, შეუძლებელია არ მოგინდეს, რომ კიდევ უფრო მეტი გააკეთო ქვეყნის მომავლისათვის. ეს არის ჩვენი ქვეყანა. მისი ყველა კუთხე არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, სილამაზე. ჩვენ ყველანი ერთად ავაშენებთ იმ ულამაზეს ქვეყანას, რომელსაც ექნება თანამედროვე განათლება, სოფელი იქნება წელში გამართული და რაც ყველზე მთავარია, სიყვარულით იქნება გაერთიანებული, რა თქმა უნდა, იქნება პროგრესული და განვითარებული”, - მიმართა კვირიკაშვილმა თბილისის ისტორიის მუზეუმში შეკრებილ პირებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია